შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი - manifest.ge - ზე პეტიცია ქვეყნდება და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო:
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:
მინიმუმ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ცენტრალური (სახელმწიფო) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუროკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, სსიპ–ებში,ა(ა)იპ–ებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების (გარდა პედაგოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისა, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა), მაქსიმალური ხელფასი განისაზღვროს არაუმეტეს დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელმაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მეორე კვარტალში შეადგინა 1 150 ლარი - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც 10000 ხელმოწერა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მაღალშემოსავლიანი საჯარო მოხელეების ხელფასის შემცირების ინიციატივით ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი გამოვიდა.