1000 ლარამდე შემცირებული ხელფასი ჩინოვნიკებს - საზოგადოების მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი მოსახლეობა, მაღალჩინოსანთა ხელფასების შემცირებას მოითხოვს. ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, სამუშაო ადგილები და შემოსავალი დაკარგეს, რამდენიმე თვის შემდეგ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ინიციატივა საბიუჯეტო კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასების 1000 ლარამდე შემცირების შესახებ, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს ეკუთვნის. 

ჯანგირაშვილი განმარტავს, რომ ამ გზით ბიუჯეტი დაიზოგება და თანხა იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.  

ჯანგირაშვილის ინიციატივას მალევე მოჰყვა გამოხმაურება საზოგადოებაში. სამოქალქო სექტორში ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენილებს მთავრობა 200 ლარიან დახმარებას სთავაზობს, მრავალშვილიან ოჯახებს კი თავის გატანას 100 ლარით ურჩევს, მინიმუმ უსამართლობაა მაღალჩინოსანთა რამდენიმე ათასიანი სახელფასო ანაზღაურება. 

პეტიციას ხელს მოაწერენ პოლიტიკოსებიც. ოპოზიციაში იმედი არ აქვთ რომ მმართველ გუნდში ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ, თუმცა განმარტავენ რომ ხელისუფლებამ საკუთარი უუნარობით ჩამოქცეულ ეკონომიკაზე პასუხიმგებლობა უნდა აიღოს.

შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი - პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყო
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი