საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი 91:85 დაამარცხა

გამოქვეყნდა:

ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გუნდმა ფინეთი 91:85 დაამარცხა. 

თავდაპირველად, საქართველოს ნაკრები მდევრის პოზიციაში იყო, მაგრამ მალევე, ზუსტი ტყორცნებით შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, რამაც, საბოლოო ჯამში, ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს 27 ქულა შესძინა.

შეხვედრა ფინეთში, ესპოოს "მეტრო არენაზე" გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი