დღეს ბათუმში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას - აქცია 3 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან დაიწყება.
ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნების ჩატარება, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნა და პოლიტ.პატიმრების გათავისუფლება.
აქციაზე ეპიდემიოლოგიური ნორმები დაცული იქნება - პროტესტის მონაწილეებს გაუზომავენ სიცხეს, შემდეგ კი ისინი დისტანციით დადგებიან.
"აქციას ვატარებთ წესების მაქსიმალურად დაცვით. ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რათა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც კრიზისს დაამარცხებს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი წევრი, გიორგი კირთაძე.
ცნობისთვის, ბათუმში საპროტესტო აქცია უკვე 20 დღეა, არ წყდება. აჭარის მთავრობის სახლის წინ 24 საათიან რეჟიმში ოპოზიიცის წევრებს კარვები აქვთ გაშლილი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე