
ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება და საზოგადოების პრობლემებიც მძიმდება. ხალხი, რომელიც ეპიდემიის გამო უმუშევარი დარჩა ან შემოსავლები შეუმცირდა, ხელისუფლებისგან კომუნალური გადასახადების გადავადებას ითხოვს.
10 დღეში მილიონებით აბონენტი მიიღებს ქვითარს, სადაც ცივი მარტის დროს მოხმარებული ჭარბი ენერგომატარებლების გამო უფრო მეტი უნდა გადახადონ, თუმცა, ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. მოსახლეობა მთავრობს კომუნალური გადასახადების გადავადებას სთხოვს.
ხალხს, ვინც კომუნალური გადაახადების გადავადებას ითხოვს, მთავრობამ უკვე უთხრა უარი. ეკონომიკური გუნდი ამ ეტაპზე ახალი შეთავათების დაწესებას აუცილებლობას ვერ ხედავს.
ლარი ანტირეკორდების ეპოქაშია, დღეს ერთი დოლარის შესაძენად უკვე სამი ლარი და 24 თეთრი იყო საჭირო. კომპანიები, ვისაც პროდუქცია უცხოეთიდან შემოქვს, ამბობენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ფასების გაზრდა მოუწევთ.
ბაზრობები და ბაზრები თბილისში ჯერ არ დაუხურლა, თუცმა მოვაჭრეები ამბობენ, რომ დახლების გაწყობას და მაღაზიების გახსნას აზრი აღარ აქვს, რადგან მყიდველი მაინც არ დადის. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას ჯერ არც ობიექტების დახურვას არ მოუთხოვია, აქ დასაქმებულები თავად აპირებენ, სავაჭრო ობიექტებს ბოქლომი დაადონ.
ლარის გამყარებას ეროვნული ბანკი ხვალ შეეცდება, სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონს გაყიდიან. იმის მიუხედავად, რომ ბანკმა ინტერვენცია წინასწარ დაანონსა, ამას ლარზე გავლენა არ ჰქონია, ეროვნულმა ვალუტამ დღეს გაუფასურების კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.