"ნუ დამიტირებ არგენტინა!" - 60 წლის ბავშვი

გამოქვეყნდა:

ერთადერთი მარადონა საქართველოში, ბათუმში ტაქსაობს. მარადონა ჭაღალიძის მშობელბს, როგორც ჩანს მმაჩის ბიუროს რეგისტრატორიც ფეხბურთის ფანი შეხვდათ, ასეთი სახელები 86 ში მეტრიკაში არ იწერებოდა

როცა მარადონას შეხვდა, ზუსტად ასე გადაწია პიჯაკის კალთა და ვარსკვლავთან თავი ამ ლეიბლით მოიწონა. სასტრელია ალეხანდრომ გამოაწყო დიეგო საქორწილოდაც და ცხოვრების ბოლომდე ემსახურებოდა.

ნიკო პატარქალიშვილმა თვით  მარადონას მიაგნო და თბილისში ჩამოიყვანა.

ლექსი, რომელსაც ნიკო პატარქალიშვილი მოზარდ ქართველ ფეხბურთელებს ასწავლიდა მისასალმებლად, როცა არგენტინაში გადასამზადებლად ჩაჰყავდა, წაუკითხა მარადონასაც თბილისში.

ასე მოხდა, რომ მარადონამ თბილისიდან ნიკოს ხელნაწერი წაიღო, თვითონ კი ავტოგრაფის გარეშე დარჩა, განსხვავებით "პოსტ სკრიპტუმის" მაყურებლისგან. ეს ძალიან უცნაური ამბავი 2008 წელს მოხდა

ამ ძალიან უცნაურ კაცს, რომელიც ახალგაზრდობაში მოცეკვავე იყო, ეტყობა არგენტინაში უკეთ იცნობდნენ, ვიდრე თბილისში. ამიტომ არავინ დაუჯერა, როცა გამოაცხადა, რომ საუკუნის ფეხბურთელი თბილისში ჩამოჰყავდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც აირზენამ დაადასტურა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი მის ბორტზე ავიდა, რამდენიმე ადამიანმა აეროპორტში მისვლა გადაწყვიტა.

მაშინაც კი, როცა ტანმორჩილი ნახევრადღმერთი ბორის პაიჭაძის სტადიონზე გამოჩნდა, ბევრმა თვალებს არ დაუჯერა და ის მარადონას ორეულად ჩათვალა.

მიუხედავად იმისა რომ პროექტი კომერციულად ჩავარდა და მარადონამ ნახევრადცარიელი ტრიბუნების წინაში ითამაშა, ბედნიერ მასპინძლებში მაინც იყო ერთი კაცი, რომელმაც იმ ვიზიტით კარგი სარგებელი მიიღო

დათო ტურაშვილმა მარადონას მისი წიგნის თარგმნის უფლება სთხოვა.

დიეგო სწორედ 3 წლის იყო, როდესაც პირველი ნამდვილი ბურთი აჩუქეს. ხან ბურთს და როცა უცვდებოდა ფორთოხალს თუ დაჭმუჭნულ ქაღალდებს საათობით კენწლავდა.

ის ჯურღმულში დაიბადა, ბუენოსა აიერსის ყველაზე ღარიბ უბანში. საკლუბო ცხოვრება 11 წლის ასაკში დაიწყო.

პირველ დივიოზიონში 11 თამაშის შემდეგ ნაკრების წევრი გახდა და უკვე ტრიბუნებიდან ეძახდნენ  - მარადოო!

20 წლისა კი ბოკაში გადავიდა, ერთ უფულო კლუბში. უკვე ცნობილმა კლასიკოებით,  უამრავი სუპერ კლასიკო ეპიზოდი ითამაშა და მოწინააღმდეგეებიც აიძულა, მისთვის ტაში დაეკრათ.

მარადონას საერთაშორისო საკლუბო კარიერა ბარსელონაში დაიწყო, 5 მლნ გირვანქის ღირებულების  კონტრაქტი იმ დროის მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო. ბარსელონაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობასთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო, ეს მისი საუკეთესო წლები არ იყო. საუკეთესო წინ ელოდა, ნეაპოლში.

ღარიბი სამხრეთული ქალაქი ჩრდილოეთ იტალიას ათვალწუნებული ჰქონდა. იუვენტუსთან შეხვედრაზე ნეაპოლელებს დამამცირებელი ტრანსფარანტებით და შეძახილებით დახვდნენ, მაგრამ როგორც ამტკიცებდნენ, - ბრაზი მარადონას საწვავი იყო.

იუვენტუსზე გამარჯვების შემდეგ დიეგოს სურათი ყველა ნეაპოლელმა საწოლის თავზე დაიკიდა, ზოგმა ხატების გვერდითაც. მისმა  მეორე სეზონმა  "ნაპოლიში" იტალიური ფეხბურთის რუკა თავდაყირა დააყენა. პირადი მწვრთნელი კი უჩიჩინებდა, რომ მთავარი წინ ჰქონდა - მუნდიალი.

მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინას ინგლისთან ფოკლენდის ომი 4 წლის წაგებული ჰქონდა. მარადონა მინდორზე, როგორც ბრძოლის ველზე, ისე გავიდა...

მარადონასთვის ეს ინგლისზე შურისძიების სიმბოლო იყო. რამდენიმე წუთში კი მოხდა ის, რამაც ყველა იძულებული გახადა ყოველგვარი სიმბოლიზმის გარეშე ეთქვა - გენიალურია!

და აიძულა კომენტატორი დაინტერესებულიყო, მარადონა, რომელი პლანეტიდან ჩამოფრინდი და პირდაპირ პრესრუმიდან აღევლინა სამადლობელი - მადლობა ღმერთო, მადლობა ფეხბურთისთვის, მადლობა მარადონასთავის, ამ ცრემლებისთვის მადლობა.

მარადონა ელვარებდა ფინალშიც, რომელის 81-ე წუთზე გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა.

მარადონას შესაძენად "მილანი" ორმაგს იხდიდა, მაგრამ ნეაპოლის გაცვლა იტალიის რომელიმე სხვა ქალაქში მარადონასთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ეს უკვე აღარ იყო სუნიანების, დაუბანელების ქალაქი, როგორც  დანარცენი იტალია ადრე ეძახდა, ეს უკვე მარადონას ნაპოლი იყო, სერია A- ს ორგზის გამარჯვებული, (1986–87, 1989–90), იტალიის თასის, სუპერთასისა და  უეფა-ს თასის მფლობელი.

იმ დღეს, როცა ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა, ქალაქის სასაფლაოზე გაჩნდა წარწერა, თქვენ აზრზე არ ხართ, რა გამოტოვეთ. მარადონა ქალაქის მფარველ წმინდანად შერაცხეს. მას - შემდეგ მსოფლიომდე ეთაყვანებოდნენ.

მარადონა იტალიის ფედერაციის უდიდეს შეცდომად მიიჩნევდა გადაწყვეტილებას, ნახევარფინალი არგენტინასა და იტალიას შორის ნეაპოლში გაემართა. 

დიეგო ყველას ემუდარებოდა, არგენტინისთვის ეგულშემატკივრათ.  მარადონას ქალაქს ახლა თავის მფარველ წმინდანსა და სამშობლოს შორის უნდა აერჩია. თამაშის ბედი დამატებით დროში უნდა გადაწყვეტილიყო....

და დადგა წუთები, როცა მარადონა მიხვდა, რომ თავის მეორე ქალაქს ემშვიდობებოდა. მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა არგენტინისა, გამარჯვების გარდა.

ჩავარდნილი ფინალიდან ძალიან მალე მარადონამ დოპინგის ტესტი ჩააგდო. 15 თვიანი დისკვალიფიკაციის პირველივე ღამეს მარადონამ იტალია დატოვა.

ფეხბურთის ზოგიერთმა ექსპერტმა დაწერა, რომ მარადონა, როგორც ფეხბურთელი სწორედ იქ დასრულდა, თვითონ კი სცადა საპირისპირო 90- შიც დაემტკიცებინა...

რასაც კიდევ ერთი დოპინგის სკანდალი მოჰყვა

26 ნოემბერს ის მართლა დავკარგეთ, დაგვრჩა ლეგენდა, მარადონა მეამბოხე, მარადონა თაღლითი, მარადონა ღმერთი, მარადონა სულ!

ექსპერტიზამ თქვა, რომ მისი გული ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო. მარადონა მოულოდნელად გარდაიცვალა და ვერ მოასწრო ეთხოვა, ნუ დამიტირებ არგენტინა.

არგენტინამ ის სამი დღე და სამი ღამე იტირა, მათთან ერთად მთელმა პლანეტამ მეგრელი დიეგოების ჩათვლით.

და ეს უცნაური სანახობა, ცრემლებთან ერთად გამოთხოვება ცეკვით და სიმღერით საპირისპიროს ჰგავდა - ქალაქს, რომელიც 60 წლიანი დღესასწაულის უკანასკნელი 3 დღე იზეიმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი