საქართველოში დენი ძვრდება- საკითხზე სემეკი რამდენიმე დღეში იმსჯელებს. რამდენით გაძვირდება ელექტრონერგია სწორედ სემეკის სხდომის შემდგ გავიგებთ.
გაუფასურებულ ლარი კომპანიებს სხვა შანსს არ უტოვებს- ისინი ან გავლენ ბაზრიდან, ან დენის გრაფიკი იქნება, შესაბამისად გამოსავალი მხოლოდ გაძვირებაა.
ხელისუფლებამ მაინცდამაინც ახლა, წლის ყველაზე ცივ პერიოდში გადაწყვიტა ქვეყნის მთავარი ენერგოწყაროს, ენგურჰესის გაჩერება და იქ რემონტის დაწყება. ეს კი ელექტროენერგიის დეფიციტს შექმნის.
დენის გაძვირება კი, თავის მხრივ, სხვა პროდუქტების და სერვისების ფასების გაზრდას გამოიწვევს.
ენგურჰესი კი უკვე წლებია შეკეთებას საჭიროებს. შეიძლებოდა ეს რომელიმე გაზაფხულ-ზაფხულზე მომხდარიყო, როცა დღეც უფრო გრძელია, არც გაყინვა ემუქრებათ ადამიანებს და დენის მოხმარებაც ნაკლებია, თუმცა არა - მაინცდამაინც შუა ზამთარში, თან ზუსტად ეპიდემიისა და ლოქდაუნის პერიოდში.
"თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები" - ამბობს დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია, რომელიც ახლა სწორედ სემეკ-ს ხელმძღვანელობს.
ამ ვითარებას კი ხელისუფლება მარტივად იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, რაც გიგანტური ჰესების მშენებლობას უკავშირდება, მაგალითად ნამახვანჰესს.
ენგურის წყლით შევსება 15 მაისიდან დაიწყება. მანამდე ქვეყნის ყველაზე დიდი ჰესი აფხაზეთს სრულიად უსასყიდლოდ ამარაგებს ელექტროენერგიით, თუმცა წლიდან წლამდე იზრდება აფხაზეთის ენერგომოთხოვნა ენგურჰესზე.
დღეს 300 000-იანი აფხაზეთი უფრო მეტს დენს მოიხმარეს, ვიდრე მილიონნახევრიანი თბილისი.
აფხაზეთში უფასო ქართული დენის მოთხოვნა, მაინერების უკონტროლო ზრდამ გამოიწვია.
უკვე გადაწყვეტილია, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ დენის საფასური გაგვეზრდება, ენგუჰესი გაჩერდება, აფხაზეთს კი დენს რუსეთი მიაწვდის, თუმცა გრაფიკით
ენგურჰესის გათიშვით დაიტვირთება სხვადსხვა ბლოკები, მათ შორის მე-9 ბლოკი, თუმცა სახელმწიფოს რესურსი მაინც არ ეყოფა და მოუწევს დოლარში იყიდოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, ხოლო თუ ესეც არ მოხდება იანვარში, თებერვალსა და მარტში კომპანიები ვერ შეძლებენ უზრუნველყოფას და მოუწევთ გრაფიკით დაიწყონ დენის მიწოდება.