არგენტინის პოლიცია მარადონას სიკვდილს იძიებს – ექიმი პასუხისმგებლობას უარყოფს

გამოქვეყნდა:

არგენტინის პოლიციამ, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმის გამოძიების მიზნით, ბუენოს-აირესში მარადონას პირადი ექიმის სახლი გაჩხრიკა. პოლიციელებმა ექიმის ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და სამედიცინო ჩანაწერები შეამოწმეს.

არგენტინული მედიის ცნობით, პოლიციას სურდა გადაემოწმებინა, გამოიჩინა თუ არა ნეიროქირურგმა, ლეოპოლდო ლუკემ, დიეგო მარადონას მკურნალობის დროს დაუდევრობა. 

"მე ვიცი რა და როგორ გავუკეთე დიეგოს, ყველაფრის ახსნა შემიძლია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი გავაკეთე" – ამბობს, დიეგო მარადონას ექიმი, ლეოპოლდო ლუკე.

აქვე - დიეგო მარადონა 26 ნოემბერს გარდაიცვალა, 3 ნოემბერს მან ნეიროქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და ოპერაციის შემდეგ სახლში მკურნალობდა. მარადონას შვილებმა მკურნალობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

ფეხბურთელის ადვოკატის, მატიას მორლას, თქმით, სასწრაფო–სამედიცინო დახმარებამ, გამოძახების შემდეგ, მარადონას სახლში მისვლა დააგვიანა.

მატიას მორლა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების დაგვიანებით მოსვლას კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მარადონას სიკვდილს ბოლომდე გამოიძიებს. გამოძიების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი