ქუთაისში დაკარგულ პაციენტს მეოთხე დღეა ეძებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში დაკარგულ 76 წლის პაციენტს მეოთხე დღეა ეძებენ. ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაიპარა და მას ამ დრომდე ვერ პოულობენ.

კაცი, სავარაუდოდ, კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. სიმსივნის გამო, მას მეხსიერების პრობლემები აქვს, რის გამოც, შესაძლოა, არაფერი ახსოვდეს. ოჯახის ინფორმაციით, ანზორ ლემონჯარია ბოლოს 27 ნოემბერს საღამოს 11 საათზე ერთერთ ქუჩაზე  შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კაცის კვალი იკარგება.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მომხდარზე კომენტარი დღეს გაკეთდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი