ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე სავაჭრო ცენტრებში შეზღუდვების დაწესებამდე 1 დღით ადრე გაჩენილ ხალხმრავლობას ეხმიანება და ამბობს, რომ მოლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან მათ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა მოუწიათ. 

"ის სურათი, რაც ვიხილეთ, შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულმა ფასდაკლებების აქციამ. ეს აქტუალური თემა იქნება, თუნდაც 24 დეკემბრის შემდეგაც. მოლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესის მართვა", - ამბობს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრები 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების პირობებში დახურულია. 1 დღით ადრე კი - 27 ნოემბერს - მოლებში ხალხმრავლობა იყო, გზებზე გაადგილება კი დატვირთული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი