მეყვავილეებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - სახელმწიფოს ცინიკური პასუხი თვითდასაქმებულებს

გამოქვეყნდა:

ერთსაათიანი ვადა, რომელიც ჯანდაცვის სამინსიტროს შრომის ინსპექციამ მეყვავილეებს მისცა, ამოიწურა. უწყება გარემოვაჭრეებისგან ითხოვს, დახურონ უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზიები, რადგან ქვეყააში ლოქდაუნი მოქმედებს და გარე ვაჭრობა აკრძალულია.

მეყვავილეები არ აპირებენ დაემორჩილონ რეგულაციებს და ამბობენ, რომ მუშაობის შეწყვეტით შემოსვლის გარეშე რჩებიან. რაც შეეხება სახელმწიფოს ცინიკურ პასუხს მათ პროტესტზე - გადავიდნენ ონლაინვაჭრობაზე, მეყვავილეები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია.

მათ შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით - თქვენ ადევნებთ ალბათ თვალს - არის შეზღუდული", - ამბობს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა დღეს გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი