"გინდა კორონას დავუხოცივართ, გინდა - შიმშილს" - უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

როგორც მეყვავილეები ამბობენ, ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი,  პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

"საღამომდე, 5 საათამდე მუშაობდნენ დილის გამყიდველები, მერე ვიცვლებოდით ჩვენ, მეორე სმენა, ვმუშაობდით 8 საათამდე. არ დავარღვიეთ მაგათი არაფერი, რატომ გვირღვევენ ჩვენ ცხოვრებას და რატომ გვიკარგავენ ხელფასებს, ვერ გამიგია. რაზე უნდა ვიცხოვროთ, მშივრები დავიხოცებით. გინდა კორონას დავუხოცივართ, გინდა კიდე შიმშილს. არ შეიძლება ესეთი რაღაცა, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. ასეთი მთავრობა არ ყოფილა ცხოვრებაში. აი, ეს გვაჩვენა, ოცნება რა ყოფილა", - ამბობს მოვაჭრე თამარ ჯანგულაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი