საქართველოს მთავრობა იმ 80 მილიონი დოლარიდან, რომელიც მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან საბრძოლველად მისცა, 1.5 მლნ დოლარად ყიდულობს სკუტერებს და ამას კორონავირუსთან ბრძოლის სპეციფიკით ხსნის.
სახელმწიფო სამედიცნო ინვენტარისთვის მიღებულ ფინანსებს საჭიროებისამებრ ვერ ხარჯავს. გაზაფხულიდან დღემდე, 80 მლნ დოლარის ნახევარიც არაა ათვისებული და გახარჯულია 32 მილიონი.
ხელშეკრულებების უმრავლესობა გაფორმებულია ერთ პირთან მოლაპარაკებით, რაც სპეციალისტების თქმით, აჩენს კორუფციულ ნიშნებს. მათივე თქმით, ხელშეკრულების დადებამდე არ არის, არც ფასთა მოკვლევა და არც კონკურენცია.
სპეციალისტებს კითხვები აქვთ იმ სახელფასო ფონდთან დაკავშირებთ, რომელიც დოკუმენტაციაშია გაწერილი, მაგალითად: საქართველოს მთავრობა, იმისათვის, რომ ფინანსური დოკუმენტაცია სწორად იქნეს შესწავლილი, 60 მილიონ ლარს უხდის ფინანსურ მენეჯერს.
"ეს არის კოვიდ კირიზისი და მეორე სახელის ჰქვია ცისფერი მთები, მაშინ, როდესაც ადამიანები იხრჩობიან ჟანგბადის უკმარისობის გამო, მაშინ, როცა ადამიანებს არ აქვთ მარტივ დიაგნოსტიკაზე წვდომა, მაშინ, როცა ქვეყანაში არ არის გამართული, არც სამკურნალო, არც დიაგნოსტიკის კომპონენტი ჩვენ მილიონი ნახევარი დოლარის დახარჯვას ვაპირებთ სკუტერებსა და მოპედების შეძენაში. " - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩილაძე.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის არ იგეგმება ექიმებისთვის მოპედებისა და სკუტერების შეძენა. მისივე თქმით, ყველა მიმდინარე პროექტს მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ ასრულებენ.
"მოპედები არ არის შეძენილი ამ ეტაპისთვის, თუმცა ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ყველაფერი არის შეთანხმებული მსოფლიო ბანკთან, იქ განიხილება საჭიროებები და ის რაციონალური წინადადებები, რომელიც მიზანმიმართულად არის ორიენტირებული კოვიდის მართვასთან მიმართებაში" - ამბობს ტიკარაძე
აქვე გეტყვით, რომ სპეციალისტები მოითხოვენ, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდეს არარაციონალურად თანხების ხარჯვა.