ხელისუფელბის მიერ მიღებული რეგულაციების გამო, რუსთავში შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები ქუჩაში გამოვიდნენ.
მუქარის მიუხედავად მოვაჭრეებმა ცენტრალური გზაც გადაკეტეს და რეგულაციებს დაუმორჩილებლობაც გამოუცხადეს.
გაურკვეველი რეგულაციების გამო საპროტესტო აქცია მეყვავილეებმა დღეს თბილისში გამართეს. მათი უმრავლესობა ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ახლა ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ.
როგორ უნდა მოიქცნენ გარემოვაჭრეები და ყვავილების გამყიდველები, დღეს ჭკუა დაარიგა მთავრობის წარმომადგენელმა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტრიბუნიდან ულუკმაპუროდ დარჩენილ ადამიანებს მოუწოდა, ონლაინვაჭრობაზე გადავიდნენ.
კიდევ ერთმა უთავბოლო გადაწყვეტილება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მაღაზიების მეპატრონეები.
"სუფთა სახლსა" და "ფრესკოს" ქსელში ყველა სხვა ნივთი, რომელიც ჰიგიენასთან ან საკვებთან არ იყო დაკავშირებელი, დალუქეს.
შეზღუდვა არ შეხებია "კარფურს", სადაც საახალწლო პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება.