"ოცნების" შემომწირველმა Black Sea Group-მა ბიუჯეტიდან 490მლნ. მიიღო - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები მილიონობით ლარის ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებენ - "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, გზების მშენებლობის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, "Black Sea Group"-ის, დირექტორის ოჯახის წევრები მმართველი პარტიის შემწირველები არიან.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 90%-იანი წილის მფლობელი, გიორგი კალანდაძე, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო დირექტორის ოჯახის წევრები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

"Black Sea Group"-ს 9 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან  490 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული, აქედან 85 მილიონ ლარამდე პირდაპირი შესყიდვების გზით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი