პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების პარალელურად, ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო - ლარი ისევ გაუფასურდა და დღეს $1-ის ღირებულება 3.33 ლარია.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ლარი უფრო გაიაფდება, რაც პროდუქციას მეტად გააძვირებს, სიღარიბის მაჩვენებელს კი გაზრდის.
ამასთან, ეკონომისტები შიშობენ, რომ ერთპარტიულ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ჩადების პერსპექტივა დაბალია - ამ საფრთხისა და 2-თვიანი "ლოქდაუნის" გათვალისწინებით, საქართველოს არსებულზე დიდი ეკონომიკური კრიზისი ელოდება.
"ერთპარტიული პარლამენტის პირობებში შეუძლებელია ბიზნესს ჰქონდეს ნდობა, ჩადოს ფული და შემოიტანოს ინვესტიცია. არა მარტო ხმები, არამედ ქვეყნის განვითარების ეკონომიკური შესაძლებლობაა მოპარული", - ამბობს ირაკლი ყიფიანი.
"ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, შესაბამისად ისინი ცდილობბენ, ფული არ დახარჯონ და დაზოგონ. ამის გამო, კომპანიები ელიან სიტუაციის გამოსწორებას", - თქვა გიორგი კეპულაძემ.
ცნობისთვის, ხმედარგის ექსპერტები 2021 წლიდან ეკონომიკური მაჩვენებლის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებენ.