ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ქუთაისის ინტერვნციული მედიცინის ცეტრთან შეიკრიბნენ. ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
ოჯახის თქმით, ოპერაცია არასწორად ჩარტა, რის გამოც ისინი ექიმის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. დაღუპულის ნათესავები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერმინისტრს მიმართავენ.
"მედიცინა ნორმალურ ფორმაში უნდა იყოს, სხვისი შვილები რომ აღარ შეეწირონ მას", - ამბობს ოჯახის წევრი.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება გახდა თუ არა დაუდევრობა სიკვდილის მიზეზი.
შეგახსენებთ - სალომე გვასალია სენაკში ხიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ხერხემლის დაზიანებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გვასალიას ოპერაციის დროს - ნახევარი საათით - გული გაუჩერდა, მოგვიანებით კი ტვინი შეუშუპდა.