
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პირველადი მოხმარების 9 პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება. ხელისუფლების წევრები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება და ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტის მარაგი საკმარისია.
ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ამბობს, რომ კრიზისულ მდგომარეობაში გამოსავალი მხოლოდ ასეთ გადაწყვეტილებაში იყო.
ბიუჯეტის სწორება 2020 წლის იყო 2.96–ზე, ამიტომ კურსი დაფიქსირებული იქნება 3.0, ამიტომ 3.0–ის ზევით რა რყევაც არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, სუბსიდირება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, თუ ეროვნული ბანკი დროულად თუ არ ჩაერია, ვთქვათ ინტერვენციები რომელიც დღეს განახორციელა პერმანენტულად, თუ ლარს პრობლემა შეექმნა, არიან სხვა ბიზნესოპერატორები, რომელსაც შესაძლებელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული პრობლემები შეექმნას“,– განაცხადა ჭყონიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, პირველადი სახის მოხმარების პროფუქტებზე ფასები შენარჩუნდება.
შეთანხმების მიუხედავად, ე.წ. შავ ხვრელად ბაზრები რჩება, რომელსაც ხელისუფლება, ჯერჯერობით, ვერ აკონტროლებს.