შპს "თბილისი ენერჯი" გაზს აძვირებს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება გაეზრდებათ.

საწარმოებს ერთ კუბურ მეტრზე 1 ლარისა და 10 თეთრის გადახდა მოუწევთ. გაძვირების მიზეზი ლარის გაუფასრებაა.

ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის" ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დრომდე საკუთარი რესურსებით აბალანსებდნენ ვალუტის კურსის ცვლილებას, თუმცა დღეს, კომპანიას საკმარისი ფინანსური სახსრების აღარ აქვს და იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის გაზმომარაგების საფრთხე არ შეიქმნას, იძულებულია ბუნებრივ აირზე ფასი გაზარდოს

დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. "- ნათქვამია შპს „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ გაზის ფასის გაძვირება არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და პურის საწარმოებს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი