
საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება - მომავალ წელს შრომის ანაზღაურებაზე "ქართული ოცნება" 1 მილიარდ 61 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც ამ წელთან შედარებით 6 მილიონით მეტი იქნება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მორგებული არ არის და გამოწვევებს არ პასუხობს, ხალხის ფულს კი "ოცნება" ბიუროკრატიული ინტერესებისთვის იყენებს.
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ. 1 ადამიანის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს 5 ადამიანი და ამ 5-დან 4 "ოცნებასთან" დაკავშირებული პირია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია უკვე პარლამენტშია. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 18 მილიარდზე მეტით განისაზღვრა.