სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ გახარიას მიმართავენ და ხელისუფლებისგან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. მათი თქმით, სარესტორნო ბიზნესი გაკოტრებამდეა მისული და ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს სიტუაციის შესაცვლელად. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები საგადასახადო შეღავათებს, სესხების გადავადებას და ბანკებთან ხელისუფლების შუამდგომლობას ითხოვენ.
ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 11 რესტორანს ორი მილიონი ლარი აქვს შეტანილი ბიუჯეტში, აქედან გამომდინარე, პრემიერმა ჩვენი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს, მოგვცეს საშუალება, რომ უსახსროდ დარჩენილ ჩვენს თანამშრომლებს გადავუხადოთ, ასევე, მოგვეცეს საშუალება, სესხის გადავადების, - ამბობენ რესტორატორები.
მათ მთავრობის კანცელარიაში უკვე ჩააბარეს ხუთპუნქტიანი მოთხოვნის წერილი და პრემიერმინისტრს ხუთი დღის ვადა მისცეს პრობლემებში გასარკვევად და მათ მოსაგვარებლად.