გაზი ძვირდება - ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

გაძვირებულ პროდუქტებს, გადასახადებსა და გაჩერებულ ეკონომიკას გაზის გაძვირებაც დაემატა. კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ფასი 24 თეთრით გაიზრდება.

3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის გაზის ფასი 86 თეთრიდან,  1 ლარი და 10 თეთრი გახდება. როგორც გვეუბნებიან ეს მხოლოდ პურის საწარმოებს არ შეეხება. 

აღმოჩნდა, რომ შეღავათი არ ეხება მცირე ზომის პურის საცხობებსა ან  თონეებს. ეს კი პირდაპირ პროპორციულია ფასის მატებასთან.  

ქრონოლოგიურად - პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად გაძვირდა სარესტორნო და სწრაფი კვების ობიექტების პროდუქციაც, პარალელურად მათ შეუმცირდათ  სამუშაო საათები და მომხმარებლის რაოდენობამაც იკლო. ამას დაემატა გაზის ტარიფის გაძვირება რაც, პროდუქტების ღირებულებაზე  იმოქმედებს და ფასი ისევ გაიზრდება.

გამოდის რომ, ტარიფის ცვლილება არამარტო არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს შეეხება, არამედ ყველას ჯიბეზე აისახება.

ამ ფონზე კი იხურება რესტორნები, კოტრდება ბიზნესი და უმუშევართა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 

გაზის კურსი  ლარის გაუფასურებაზეა გამოკიდებული. კომპანია ბუნებრივი აირს დოლარში ყიდულობს და ქვეყნის მომხმარებლებზე ლარში ყიდის, ზუსტად ასევეა ელექტრო ენერგიაც. 

გაუფასურებული ლარი კომპანიებს სხვა შანსს არ უტოვებს - ისინი ან გავლენ ბაზრიდან, ან დენის გრაფიკი იქნება, შესაბამისად გამოსავალი მხოლოდ გაძვირებაა. ამ  საკითხზე სემეკი რამდენიმე დღეში იმსჯელებს. რამდენით  გაძვირდება ელექტროენერგია სწორედ სემეკის სხდომის შემდეგ გავიგებთ.

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება კი  უმოქმედოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი