მთავრობამ შემოსავალზე მეტი დახარჯა და 10 თვეში ეკონომიკა 5.1%–ით შემცირდა – საქსტატი

გამოქვეყნდა:

2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მონაცემით, საქართველოს ეკონომიკის კლება – 5.1 %–ია.  ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს

მიმდინარე წლის ოქტომბერში კი,  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9%–ით შემცირდა

საქტატის ანგარიშით ირკვევა რომ,  საქართველოს მთავრობამ ოქტომბრის თვეში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებით, მთავრობამ ოქტომბრის თვეში 1 133.5 მილიონი ლარი დახარჯა, შემოსავალი კი 891.2 მილიონი ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ მთავრობამ 242.3 მილიონი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო.

 

 

 

 

 

 

 

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო დაფინანსების გარდა. – ნათქვამია საქსტატის გამოქვეყნებულ შეფასებში.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოდან საქონლის იმპორტი 706.1 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი, თითქმის ორჯერ ნაკლები –  312.6

გარდა ამისა, საქსტატის ინფორმაციით, 2020-ის იანვრიდან ოქტომბრამდე, საქართველოდან საქონლის ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 11%–ით შემცირდა და 2 715.3 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი, 16%–ით შემცირდა და 6 444.2 მილიონი დოლარი გახდა, რაც ნიშნავს, რომ  საქართველოში უფრო მეტი იმპორტირებული ნაწარმი შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან ქართული ნაწარმი საექსპორტოდ  გადის, ანუ საქართველო მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, ეს კი ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

გარდა ამისა, საქსტატის მიხედვით, ოქტომბერში, მთლიანობაში, საქართველოში 4 046 ახალდარეგისტრირებული საწარმო დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.4%–ით ნაკლებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი