სავაჭრო ცენტრების მოთხოვნებს ახლა უკვე ბრენდული მაღაზიების წარმომადგენლებიც უერთდებიან. ბიზნესმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიმართა მთავრობას დახმარების და შეღავათების დაწესების შუამდგომლობით, თუმცა, ამ დრომდე ხელისუფლებისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
მაღაზიების წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ:
ჩვენს ხელისუფლებას მივართეთ კონკრეტული თხოვნით, რომ მოგვეცეს საშუალება ნაცვლად 24 დეკემბრისა- 15 დეკემბრიდან, ფაქტიურად ორი კვირის განმავლობაში და ამას აქვს ლოგიკური ახსნა, პირველი - ჩვენ საშუალება გვექნება მომხმარებლის ნაკადი გადავანაწილოთ, ორი კვირის განმავლობაში, სავაჭრო ცენტრებში და მეორე - ყოველი დღე, რომელსაც ამ თვეში ძალინ დიდი მნიშნვნელობა აქვს, რომ შემოსავალი მივიღოთ, შევინახოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენთანა რის დასაქმებული," - ამბობს "ჯიარდიდის" გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბოს, რომ 300 ლარიანი დახმარება არის ის მაქსიმალური დახმარება, რაც შეუძლია სახელწმიფომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს გადასცეს.
"ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, ეს არის დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ, რომ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს და იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი მალე გაგვხსენით. მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი, არ ამბობენ, რომ ვერ ვიმუშავებთ, ისინი ითხოვენ გაგვხსენით, აქიდან გამომდინარე ეს ადამიანი, სანამ ჩვენ გვიწევს ამ შეზღუდვის განხორციელება, ისარგებლებენ ამ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობია, მაგრამ ეს არის ის რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს," - ამბობს ნათია თურნავა
აქვე გერტყვით, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაუხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების ობიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებს.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.