კრება დარჩა მხიარული–კირთაძე თამარ ჟვანიას გამართულ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე

გამოქვეყნდა:

"კრება დარჩა მხიარული" – თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ ცესკოს შემაჯამებელი სხდომის შესახებ, რომელიც დღეს მან პროტესტის ნიშნად დატოვა.

დავით კირთაძის თქმით, თამარ ჟვანიასთვის პრიორიტეტი შემაჯამებელი სხდომით ბიძინა ივანიშვილის გახარება იყო.

"მას ხალხის ხმა საერთოდ არ აინტერესებს, მისთვის არ აქვს მნიშნველობა ამომრჩევლის ნებას ასახავს თუ არა ეს შედეგი, რომელიც დღეს რეალურად დადგა, მისთვის მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გაახაროს, თავისი ქმედებით და თავისი მარტივი ხელმოწერით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი კრება, რომლითაც მან ჩაატარა, ხელი მოაწერა, ბოლოს თავისიანებს დაუკავშირდებოდა "ქართული ოცნების" შტაბში და ეტყოდა, რომ ხელი მოვაწერე. აი ასე, კრება დარჩა მხიარული და მართლაც ასე იყო" , – თქვა გადაცემა "დღის სტუმარში" ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ.

დავით კირთაძის თქმითვე, ცესკოს არსებობის ისტორიაში დღევანდელი დღე, შემაჯამებელი სხდომის გამო, ყველაზე სამარცხვინო იყო.

დღეს თამარ ჟვანიამ არჩევნების შედეგები დააკანონა და შემაჯამებელი ოქმი გამოსცა, რომლის თანახმად "ქართული ოცნება" პარლამენტში, ჯამში, პროპორციული და მაჟორიტარული სიით, 90 მანდატით შედის.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი