
ოცნების ხელისუფლება წელს აღებულ 7.2 მილიარდი ლარის საგარეო ვალს 2021 წელს კიდევ 3.4 მილიარდი ლარით ზრდის - საქართველოს ყველა მოქალაქეს მომდევნო ათი წლის განმავლობაში, დაახლოებით 8 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
საგარეო ვალის მაჩვენებელმა მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ კონსტიტუციურ ლიმიტს გადააჭარბა, რაც აუდიტის სამსახურის კრიტიკულ ანგარიშში მოხვდა. საგარეო ვალს რომ ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ დახარჯავს, ეს ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს დაადასტურა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევებს გაუმკლავდება.
იმედი, რომ ეკონომიკას დროულად ეშველება, არ აქვს არც ეკონომიკის ყოფილ მინისიტრს გიორგი ქობულიას და არც ექსპერტებს.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ხელისუფლება გრძელვადიან გათვლებს არ აკეთებს, რის გამოც აღებული ვალიდან სარგებელი მხოლოდ მინიმალური იქნება და ქვეყანა გაღატაკების პირას აღმოჩნდება.
საგარეო ვალის ზრდას და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ეკონომისტები ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდის არასწორი პოლიტიკას უკავშირებენ. ამბობენ, რომ პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკა გაანადგურა, რადგან წლების განმავლობაში მმართველი გუნდი არასწორ ნაბიჯებს დგამდა, მათ შორის, არ ამცირებდა ბიუროკრატიულ ხარჯებს.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი