
კორონაპანდემიის შეზღუდვებით დაზარალებული მაღაზიათა ქსელი "დაგის" წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს წერილს დატოვენ.
"დაგის" მარკეტინგის მენეჯერი, ნათია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ფილიალების დახურვა მოუწია, რის გამოც მძიმე ფინანსურ მდგომარებაში აღმოჩნდნენ და თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდიან.
"ჩვენი კომპანია ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, მივიღეთ ძალიან დიდი ზიანი და შესაბამისად ათობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. შეგვაქვს განცხადება პრემიერმინისტრის სახელზე, და პირველ რიგში მოვითხოვთ მასთან შეხვედრას, რომ ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ ამ დამოკიდებულებით ბიზნესი ვერ გადარჩება და მოვითხოვთ, რომ მოგვცეს ოპერირების დაწყების შესაძლებლობა. ან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კეთილი ინებონ და აიღონ საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ურთიერთობა მოგვიგვაროს მეიჯარეებთან, ასევე, აანაზღაურონ იმ ადამიანების ხელფასები, რომლებიც დარჩნენ უმუშევრები," - ამბობს ნათია ტაბლიაშვილი
აქვე გერტყვით, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაუხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების ობიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებს.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.