გორის მერია საახალწლო განათებებისთვის და ღონისძიებებისთვის 130 ათას ლარს დახარჯავს

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში მძიმე ეპიდემიური ვითარების მიუხედავად, გორის ხელისუფლება საახალწლო დეკორაციების მონტაჟში და ღონისძიებების გამართვაში 130 ათას ლარს დახარჯავს. ქალაქში დამონტაჟებულ ილუმინაციებს მალე გაანათებენ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ წინა წლებთან შედარებით ეს თანხა 30 ათასი ლარით არის გაზრდილი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში "ლოქდაუნი" და ახალი შეზღუდვებია, მოქალაქების უმეტესობა კი, სამსახურს გარეშეა დარჩენილი. 

ეს ფული ურჩევნიათ ხალხს მისცენ, რომ მშივრები არ დაიხოცონ. ხალხს ეუბნებიან 9 საათის შემდეგ არ არ გამოხვიდეთო და ინ უმდა მივიდეს იმ ნაძვის ხესთან ვინ იქნება? - ამბობს ერთერთი მაქალაქე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვასილისა ჯაბანიძის თქმით, გორში უამრავი პრობლემების მიუხედავად "ოცნება ახდენილი" მერი ქალაქის განათებისთვის ემზადება. 

გორი არის ის ქალაქი, სადაც  ერთი კვირის უკან, უსახლკაროები სიცივისგან გაიყინნენ და გარდაიცვალნენ. მაშინ, როდესაც ადამიანები უმუშევრად დარჩნენ, ოცნება ახლდენილი, უთავმოყვარეო მერი ცდილობს გორი გაანათოს, - ამბობს ვასილისა ჯაბანიძე

აქვე გერტყვით, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს. 

შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაუხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების ობიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებს.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

შეზღუდვების სრული სია

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი