
კოვიდ 19 ეკონომოკური კოლაფსით ემუქრება მთელს მსოფლიოს, ამიტომ ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს ბიზნესი დიდი საგადასახადო წნეხისგან გაათავისუფლოს.
პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგმას და ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ახალ პრობლემებს უქმნის.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა ეკონომიკურ გამოწვევას თავი გაართვას და კრიზისი დაძლიოს.
ბიზნესი ჩავარდა უმძიმეს მდგომარეობაში და ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან როგორ განვითარდება მოვლენები არავინ იცის. რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით, ეს ნიშნავს, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლა არ იქნება ერთი და ორი თვის ამბავი. ამიტომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა და მორატორიუმი უნდა დააწესოს რაღაც ფორმით, თუნდაც ჯარიმების თუ სხვა სახის სანქციების“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.