ცესკო კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ნაძალადევის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დატოვა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, ოთარ ბიწაძემ არჩევნებიდან ერთ თვეში თანამდებობა დატოვა. კომისიის წევრები ამტკიცებენ, რომ ის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, ბიწაძეს მაღალჩინოსნებთან დაპირისპირება ჰქონდა.

ნაძალადევის საოლქო კომისიის მდივანი, სოფო მაქაშავიძე, ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მან თანამდებობა ხელშეკრულების საფუძველზე დატოვა. თავად ოთარ ბიწაძეს რამდენიმე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს.

"ზუსტი მიზეზი თავისი პირადი გადაწყვეტილებაა და მას ჰკითხეთ თვითონ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გვქონია. გადაწყვეტილილ ჰქონდა, რომ უნდოდა წასვლა და სამსახურს იცვლის თუ რა ხდება არ ვიცი. ხელფასების დარიგება ჯერ კიდევ მიმდინარეობს შესაბამისად, როგორ შეიძლება რამე დარღვევა იყოს ჯერაც არ დასრულებულა", - ამბობს სოფო მიქაშავიძე.

არჩევნების შემდეგ ცესკო სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს. ბოლო, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო უწყების პრესსპიკერი, ანა მიქელაძეა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ, პირველ დეკემბერს, Facebook პოსტით განაცხადა. მიქელაძეს ბრიფინგი მას შემდეგ არ ჩაუტარება, რაც თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის ღამეს არჩევნების შედეგები გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი