
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ოპოზიციის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ხელისუფლების ცვლილებას.
"ხელისუფლება მთელი ამ თვეების და წლების მანძილზე აწარმოა ძალიან ცუდი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ძალიან მძიმე ზამთარი იქნება და ისედაც მილიონზე მეტი იყო დაფიქსირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და რა თქმა უნდა გაიზრდება ეს რაოდენობა იმ ფონზე რომ ეკონომიკური კრიზისის გარდა გვაქვს უმძიმესი ჯანდაცვის კრიზისი", - ამბობს ხატია დეკანოიძე, "ენმ"-ის წარმომადგენელი.
პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე, კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა აქამდე ერთ კაცზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა.
"ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ჩვენთან იზრდება სიღარიბე და ადამიანების მზარდი რაოდენობა ვერ ირჩენს თავს და ითხოვს დახმარებას. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი არის თავად ივანიშვილი იმიტომ, რომ მისი ერთ ადამიანზე ორიენტირებული ეკონომიკის, უსაფრთხოების პოლიტიკა არის საერთო ჯამში ამ ყველაფრის გამომწვევი" - ამბობს სერგი კაპანაძე.
ცნობისთვის, კოვიდ კრიზისთან დაკავშირებით შემწეობა დამატებით 87 000 ადამიანმა მოითხოვა, რითაც საარსებო შემწეობის მიმღებდა საერთო რიცხვმა 510 400-ს მიაღწია.