ახმეტაში ასფალტის 1 საფარი მხოლოდ წინასაარჩევნოდ დააგეს, მოგვიანებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყდა

გამოქვეყნდა:

ახმეტაში, ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცია ხუთი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო ჭების მოწყობას, ასევე გზის 2 ფენიანი ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებდა, ჩავარდა - არჩევნების დასრულებისთანავე ადგილზე სამუშაოები შეწყდა. 

ბოლოს გზის რეაბილიტაციაზე ერთერთი აზერბაჯანული კომპანია მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, მისი შეკეთების გარანტიას მთავრობა მოსახლეობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ აძლევს. 

"წვიმის წყალი ეზოებში შემოგვდის. სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია. მანქანით თუ ფრთხილად არ მიდიხარ, შეიძლება ორმოებში ჩავარდე. 1 ფენა ასფალტი დააგეს წინასაარჩევნოდ და თქვეს, რომ მეორეცაა საჭირო, მაგრამ როდის გააკეთებენ ამას არ ვიცით", - ამბობს ერთერთი მკვიდრი. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარისგან თავს იკავებენ. სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ სამუშაოები გადავადდა და გაზაფხულისთვის დასრულდება. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ზერელე დამოკიდებულება და თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი