პარლამენტმა საბჭოთა მუზეუმის ექსპონატების, მათ შორის ფარების შესაძენად 98 000 ლარი დახარჯა

გამოქვეყნდა:

პანდემიისგან გაჩენილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე პარლამენტისა და საქპატენტის მიერ ბოლო 3 თვეში ასი ათასობით ლარი კაბინეტებისა და მუზეუმის მოწყობაში დაიხარჯა. 

საქპატენტმა თანხის ნაწილი სარემონტო მასალებში გადაიხადა, საქართველოს პარლამენტმა კი 98 000 ლარი საბჭოთა მუზეუმისთვის საჭირო ექსპონატებში, მათ შორის - ფარებში. 

"ხელისუფლებამ ჭრიჭინასავით გაატარა მთელი ზაფხული და მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. რეალურად ხელისუფლება არის ცალკე, მოსახლეობა - ცალკე. მხოლოდ ამას აჩვენებს შესყიდვები", - თქვა NGO-ს - "შეაჩერე კორუფცია" - დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე, ამბობს, რომ ფუფუნების საგნების საჭიროება საყოველთაო გასაჭირის დროს არ არსებობს. 

ცნობისთვის, ჯამში 2 სახელმწიფო შესყიდვაზე 250 000 ლარამდე დაიხარჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი