პროტესტის 34-ე დღე ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან საინფორმაციო აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

უცვლელ მოთხოვნებით უწყვეტი პროტესტი გრძელდება აჭარაში. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ სცენა უკვე მოეწყო, სადაც აქცია დღესაც იმართება - მას საინფორმაციო შინაარსი ექნება და ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამომავლო გეგმებს გააცნობენ შეკრებილებს.

"ვაგრძელებთ ბრძოლას ყოვედღიურ რეჟიმში, თავისუფლების კვარტალში. ვიბრძვით, რათა ხალხს დაუბრუნდეს თავისუფალი არჩევნები", - ამბობს "ლელოს" წევრი, ალექსანდრე მილორავა.

"34-ე დღეა, რაც აქ, თავისუფლების კვარტალში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აქცია. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. როდესაც მოსახლეობას პარავ არჩევნებს, კომპრომისი საკუთარი მოქალაქეებისადმი პატივისცემაა", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, საინფორმაციო აქციის დაწყებამდე ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ და აქციის დროს დაპატიმრებულ ირაკლი ჩხვირკვიას სოლიდარობა გამოუცადეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი