თელავში საპროტესტო აქცია დღეს განახლდება - აქტივისტები თეატრის წინ კარავს გაშლიან

გამოქვეყნდა:

თელავში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას განაახლებენ. პროტესტის მონაწილეები თეატრის წინ კარავს ისევ გაშლიან და გაყალბებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

სამართალდამცავები, კომენდანტის საათის პირობებში, მათ აქციის გაგრძელებას უშლიან, აქციის მონაწილეები კი, პოლიციის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევენ.

"გვაქვს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, მაგრამ ყველაფერს აკეთებს კახეთის და, კონკრეტულად, თელავის შსს, რომ პროტესტი არ გაგრძელდეს. მოვუწოდებ რაიონის მაცხოვრებლებს, გამოდით, შემოგვიერთდით, ჩვენი გასაკეთებელი საქმეა, სხვა ამას არავინ არ გააკეთებს", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, რამაზ აივაზაშვილი.

"გაერთიანებული ოპოზიციის" 2 მხარდამჭერი თელავში დედაქალაქიდან 2 დღის წინ ჩავიდა. ისინი ადგილობრივებს არჩევნების შედეგების გაპროტესტებისა და აქციებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი