ხვალიდან, 8 ნოემბრიდან, 1 ტომარა ფქვილი 4 ლარით ძვირდება და 66 ლარი ეღირება.
სუბსიდირება მხოლოდ დიდ საწარმოებს შეეხება. მცირე მეწარმეები ხელისუფლების დახმარების გარეშე რჩებიან, ეს კი ავტომატურად ფასების ზრდას გამოიწვევს არა მხოლოდ პურ-პროდუქტებზე.,
არჩევნების შემდეგ დღეს 3 ლარით გაიზარდა ფქვილის ფასი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ამ ბოლო პერიოდში... სახელმწიფო ამ სუბსიდირებას მხოლოდ გარკვეულ კომპანიებს უწევს, მსხვილ კომპანიებს და მცირე მეწარმეებს არ ეხება ეს სუბსიდირება. ხვალ, ადგილზე 4 ლარით იზრდება ფქვილის ფასი. ძალიან გვიჭირს კონკურენციის გაწევა დიდ კომპანიებთან და როდესაც სახელმწიფო არაკონკურენტურ გარემოს ქმნის ბაზარზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ეს ზოგადად ფონზე და ალბათ ბევრი კომპანია დაიკეტება," - ამბობს მცირე მეწარმე, ალექსანდრე კუპრაძე.
მცირე მეწარმეები ასევე აცხადებენ, რომ პურზე ფასის რეკორდულად ზრდაა მოსალოდნელი, რაც საარსებო მინიმუმს მკვეთრად შეამცირებს.