რატომ იგეებენ მსხვილ ტენდერებს მხოლოდ ჩინური კომპანიები?-პოლონეთის ელჩი მთავრობას

გამოქვეყნდა:

რატომ იწვევს საქართველოს ხელისუფლება სამშენებლო სამუშაოებზე ჩინურ კომპანიებს?-  ამ კითხვით პოლონეთის ელჩი მთავრობას მიმართავს.

დიპლომატისთვის გაუგებრია "ქართული ოცნების" პოზიცია, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას, საქართველო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ევროპული კომპანიების მოზიდვით და ყველა დიდ ტენდერს მხოლოდ ჩინური კომპანიები იგებენ.

"როდესაც ჩნდება ასეთი ტენდენციური დამოკიდებულება და მიზანსწრაფული განწყობა, რომ მაინც და მაინც ჩინურმა კომპანიებმა უნდა გაიმარჯვონ ყველა დიდ ტენდერში, ბუნებრივია ჩნდება განცდა, რომ არსებობს კორუფციული ინტერესები სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო, რატომ არ არის დაინტერესებული ქვეყანაში ევროპული კომპანიების მოზიდვით", - ამბობს თინა ხიდაშელი  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, ტენდერის ჩატარებისას იგებს ის კომპანია, რომელსაც უფრო კარგი შეთავაზებები აქვს. 

"ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა, თუ ეს არის ჩინური კომპანია, მათ შორის, რატომაც არა- ამბობს ივანე მაჭავარიანი. 

მისივე თქმით, სახელმწიფო იმ სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ წესებთან და ტენდერებიც ამ ორანიზაციებიც მონიტორინგის ქვეშ ტარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი