ფქვილის ფასმა 4 ლარით მოიმატა - 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 66 ლარი გახდა. სახელმწიფო სუბსიდირება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეხო, მცირე მეწარმეები კი სახელმწიფოს დახმარების გარეშე რჩებიან.
მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გაზრდილი ფასი დამატებით პრობლემებს შექმნის, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შტატების შემცირება და თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება მოუწევთ.
მცირე მეწარმეები ასევე ფიქრობენ, რომ პურზე ფასის რეკორდულად ზრდაა მოსალოდნელი, რაც საარსებო მინიმუმს მკვეთრად შეამცირებს.