წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მთავრობას, კერძოდ კი განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ღია წერილი გაუგზვნა და პანდემიის დროს საგამომცემლო სექტორის გადასარჩენად ფინანსური დახმარება თხოვა.
გამომცემლები საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებას და წიგნის მაღაზიებისთვის მუშაობის უფლებას ითოხვენ.
"მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში აღმოუჩინოთ წიგნის მაღაზიებს, გამომცემლობებსა და გამავრცელებელ ორგანიზაციებს რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, პანდემიის პერიოდში სრულად გაათავისუფლოთ სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან და მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში გახსნათ წიგნის მაღაზიები, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სექტორის სტაბილურობა და წინსვლა გარდაუვლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალზე.
მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად. ვინაიდან ფინანსური თუ სხვა სახის შეღავათები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საგამომცემლო სფეროსათვის, ისე ზოგადად ქართული წიგნის სექტორის გადარჩენისათვის." – ნათქვამია წიგნის გამომცემელთა ასოციაციის წერილში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა: