გაზმა - ფქვილი გააძვირა, ფქვილმა - პური, პური ყველაფერს გააძვირებს - ჯაჭვური რეაქცია დაწყებულია

გამოქვეყნდა:

ფქვილის ფასმა 4 ლარით მოიმატა. თონეების და საკონდიტრო დაწესებულებების მეპატრონეები ფქვილს დღეიდან უკვე გაძვირებული ტარიფით ყიდულობენ. მცირე მეწარმეები  ამბობენ, რომ ფქვილზე ფასის მომატების გამო პურის გაძვირებაც მოუწევთ,  მცირე ბიზნესს  ხარჯები გაეზრდება, მყიდველი შემცირდება  და არ გამორიცხავენ, რომ თანამშრომლების სახლში გაშვება ან სულაც ბიზნესის შეჩერება მოუწევთ.

სახელმწიფო მსხვილ კომპანიებს დაასუბსიდირებს, პროგრამის ხანგრძლივობა ოთხი თვეა, საერთო ბიუჯეტი კი 10 მილიონ ლარია. რა იქნება 4 თვის შემდეგ - ეს ჯერ უცნობია. სახელმწიფო სუბსიდიის გამო მსხვილი კომპანიების მიერ გამომცხვარი  პური არ გაძვირდება, თუმცა ეს არ ეხება მცირე ბიზნესს.  მცირე მეწარმეები კვლავ სახელმწიფო დახმარების მიღმა დარჩნენ. 

ფქვილის გაძვირება რომ მცირე ბიზნესს მძიმე ტვრითად დააწვება ამაზე საუბრობენ ექსპერტებიც და განმარტავენ რომ სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა  არასწორია და ეს ნაბიჯი ბაზარზე არაჯანსაღ  კონკურენციას ქმნის.  

შედეგი მაინც იქნება უსამაღთლობა, მსხვილი მოთამაშეები პურის ბიზნესში უფრო იხეირევბენ, წვრილი მოთამაშეები კი დაზარალდებიან, ამბობს ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი

ექსპერტების პროგნოზი არცთუ ისე საიმედოა. სპეციალისტები ვარაუდოებენ, რომ ინფლაციის გამო ფასები სხვა პროდუქტებზეც გაძვირდება და  ეს ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მძმე ტვირთად დააწვება.  ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისზე ანალიტიკოსები სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ერთადერთ გამოსავლად სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებნ, თუმცა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მათ ამის იმედი არ აქვთ. 

გარდაუვალია ქვეყანაში ფასების ზრდა, რადგან ეკონომიკური ხედვა არ არსებობს. შესაბამისად, როცა ტაბლოზე ლარი სამს გასცდება, გაძვირდება ყველაფერი აბსოლუტურად, ამბობს ირაკლი ყიფიანი 

როგორც ჩანს წინ მძიმე ზამთარი გველოდება, ხელისუფლებას კი კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა ჯერ მოფიქრებულიც არ აქვს. ორ თვიანი ლოქდაუნის პერიოდში უკიდურესი სიღარიბის პირისპირ დარჩენილი ხალხის მთავარი საზრუნავი ახლა გადარჩენისთვსი ბრძოლაა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შესაძლოა გამოკვების ერთადერთი წყარო პურ-პროდუქტებიც მიუწვდომელი გახდეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი