"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობს, რომ ჯერ არა აქვს ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის იმედი გადაწურული.
ჩვენ რაც მივიტანეთ, იმაზე უნდა შედგეს შეთანხმება და არა იმაზე, რაც მათ მოიტანეს, - განაცხადა მან გადაცემის წaმყვანის ნიკა გვარამიას შეკითხვაზე იმის შესახებ, კმაყოფილია თუ არა იმ პოზიციით, რაც მოლაპარაკებაზე მოაქვს ხელისუფლებას.
გიორგი ვაშაძე შეეხო ასევე მოლაპარაკებათა უკვე ჩატარებულ რაუნდებსაც და თქვა, რომ რაც ამ მედიაციამ მოიტანა, ეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პოზიციების დაახლოებაა.
რომ არა ამშ-ისა და ევროკავშირის ელჩის პოზიცია, მე არ მგონია, რომ ჩვენ ამ პოზისიისთვისაც კი მიგვეღწია და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვზივართ და ამაზე ვმსჯელობთ, - თქვა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა.
მისივე თქმით, რომც ვერ მოხდეს შეთანხმება, დარჩება დოკუმენტი, სადაც ასახულია ოპოზიციის მოთხოვნები, "ვფიქრობ, ეს არ არის უმნიშვნელო საკითხები", - თქვა მან.
მისივე თქმით, კარის დახურვას არ აპირებს და სანამდეც იქნება შესაძლებელი, ყველგან მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი, ფასილიტატორი დიპლომატების შუამავლობით, გუშინ შედგა, თუმცა, ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც წინა სამი რაუნდი.