
შსს 51 000 ლარს ფარდებში იხდის - გომელაურის უწყებამ ხელშეკრულება ფარდების შესყიდვასთან დაკავშირებით 2020 წლის 2 დეკემბერს გააფორმა.
ამ გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს გიორგი კაპანაძე და ამბობს, რომ იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ძალოვან უწყებაში ფარდების შეცვლა გაუმართლებელია. მის თქმით, ეს შესყიდვა კიდევ ერთი დასტურია იმ კორუფციული სქემების, რომლითაც "ქართული ოცნება" მუშაობს.
"რად უნდათ ფარდები, როცა ხალხი შიმშილობს? ალბათ იმიტომ სჭირდებათ, რომ კაბინეტებს ჩამოაფარონ და ვეღარ ნახონ, რა ხდება ქუჩაში", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი კაპანაძე.