ბოლო რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს შედგება - შედგება თუ არა შეთანხმება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს ჩატარდება. 

ჯერჯერობით, ოპოზიციის მიერ წამოყენებული ოთხი მოთხოვნიდან ხელისუფლება ორის - ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგია.

წინა რაუნდები, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე "ქართული ოცნება" მარტო არ იქნება წარმოდგენილი. 

ამავდროულად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. მაგალითად, "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პირველ სხდომაზე "ოცნება" არ იქნება მარტო დარბაზში, სანაძლეოც კი შესთავაზა. 

ზუსტად ორ დღეში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ფორმირებული პარლამენტის პირველი სხდომა ტარდება. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა "ქართული ოცნება" დათმობაზე წამოვიდეს. დროს, 

ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ თუ ხელისუფლება არ გადახედავს თავის პოზიციას, ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ახალი არჩევნების საკითხი პარასკევის, ანუ, პირველი სხდომის შემდეგ შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად დადგება და ხელისუფლებას მიოუწევს იპოვოს გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც თავადვე შექმნა, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი.

უცხოელი დიპლომატები შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ვრცელ კომენტარს მეხუთე რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორი დიპლომატების შუამავლობით, მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი ჩატარდა, თუმცა, ოთხივე უშედეგოდ დასრულდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი