აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ერთ-ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და მას პოლიტიკურ კრიზისს უწოდებს.
კრამერის თქმით, ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ 2020 წლის არჩევნები პრობლემური იყო, კრიზისის მოსაგვარებლად კი ორივე მხარე - როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია, გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს.
„საქართველო ფაქტობრივად, ჩიხშია, რაც ძალიან სამწუხაროა. მე "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისზე წასვლის დიდ ინტერესს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები. ჩემი აზრით, ელჩებმაც უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო“, - ამბობს დევიდ კრამერი.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ კრამერმა, ნოემბერში ამერიკის ხმასთან ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს.