ქსკ "ლანჩხუთმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში "როზენგარდთან" 7:0 წააგო

გამოქვეყნდა:

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედურ გუნდს "როსენგრადთან" 7:0 დამარცხდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

მოწინააღმდეგემ უპირატესობა პირველივე ტაიმის დასაწყისში მოიპოვა. თამაშის პირველი ნაწილი 6:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მათ კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს.

"ჩვენ აქამდე მოვედით, ჩვენი თვალით ვნახეთ რა არის ევროპა, რა არის ჩემპიონთა ლიგა, როგორ ცხოვრობენ ისინი, იქ რა ფეხბურთელებია, ისინი ქვეყნით არიან ჩვენზე განვითარებულები, ქვეყნაა განვითარებული იმ დონეზე, ჩვენ ჯერ იქამდე ბევრი გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიში დაფიქსირდა, მე თქვენ ყველას მადლობას გიხდით", - უთხრა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ მოთამაშეებს.

ლანჩხუთი საქართველოს ისტორიში პირველი ქართა საფებხურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი