პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ - დღე 46-ე

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ 24 საათიანი პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.  

გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეები 46-ე ღამესაც მშენებლობის ადგილზე გაათევენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. 

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - 18 მუნიციპალიტეტი, 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5  მეტრის სიმაღლის ტალღით. 
თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს და ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი