მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს, რასაც უნდათ იმას შვრებიან – ხოშტარია აფრიკის დასახლებაზე

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარია თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მერიის მიერ მოსახლეობისთვის სახლების დანგრევას ეხმიანება და წერს, რომ მოსახლეობისთვის, სახლების აშენების დროს, მერიის ზედამხედველობას ხელი არ შეუშლია, ახლა კი მათ საცხოვრებლებს ანგრევენ.

ხოშტარია ამბობს, რომ დაზარალებულებს სამართლებრივად და ფიზიკურად გვერდში დაუდგება.

"რაც ეხლა აფრიკის დასახლებაში ხდება, ეს არის ერთპარტიულიბის და არადემოკრატიულობის კარგი მაგალითი. აბა არჩევნების წინ ექნათ, ან რამე კონტროლი მუშაობდეს ხელისუფლების და ექნათ. მოშიშვლებულ მიწაზე, რომელიც მერიამ აიყვანა თავის ბალანსზე, ეშმაკმა უწყის რატო, სახლდაკარგულმა და გაჭირვებულმა ხალხმა ააშენა სახლები. ასეთ ხალხს თითქმის ყოველ დღე ვხვდები. ხელისუფლებისგან მიტოვწნულები, უფლებებდარღვეულები, სამსახურ დაკარგულები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებით და ასე შემდეგ. აშენების დროს ზედამხედველობას ხელი არ შეუშლია, ხშირად ხდება ასე. ნუ ყველაფერთან ერთად დაავადების სიმპტომია ეს ყველაფერი, თბილისის თავკომბალობის, თბითმმართველობის არარსებობის, ხალხის კიდევ უფრო გაღატაკების, საკუთრების მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულების და ა.შ.

მოკლედ ეხლა მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს და რასაც უნდათ იმას შვებიან. ეხლა ყველაფერი გაგვივა რა პრობლემაა, ‘ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება’ არჩევნებისკენ მობრუნდებაო.

საბოლოო ჯამში გათავხედებული ხელისუფლება, რომელიც გუშინ აქტივისტს უკანონოდ ექცევა, ბოლოს ყველასთან მივა.

ვეცდები მაქსიმალურად ამოვიდგე ყველას გვერდში, სამართლებრივად და ფიზიკურად" , – წერს "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი