თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ამ წუთებში მერიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს უკანონო მშენებლობებიდან ასახლებენ.

ინსპექტირების სამსახურს კორნელი სანაძის ქუჩაზე სპეციალური ტექნიკა ჰყავს მიყვანილი და სახლებს ანგრევს. მოქალაქეები ცდილობენ მათ წინ გადაუდგნენ, ადგილზე იყო დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. 

მერიამ ადგილზე რამდენიმე სახლი უკვე დაანგრია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ფიზიკურად სხვა საცხოვრებელი მათ და მათ შვილებს არ გააჩნიათ.

მერმა, კახი კალაძემ 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და თქვა, რომ  "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი