დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორსული - სახლების ნგრევა აფრიკის დასახლებაში

გამოქვეყნდა:

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერია მოსახლეობას სახლებს უკვე რამდენიმე საათია უნგრევს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და 1 ორსულიც. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. 

მერმა, კახა კალაძემ, 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და რომ "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს".

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი