თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, ქალაქში სისტემატიური ხასიათი მიიღო მუნიციპალური მიწების მითვისებეამ. მისი განცხადებით "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს". ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე დედაქალაქში, სადაც ხდება უკანონოდ, მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცებები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამან უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი და ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი, მე მინდა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, დღეიდანვე დაიწყოთ ქმედებები", - თქვა კახი კალაძემ.
მერის თქმით, ამ მხრივ მერიას შინაგან საქმეთა სამინისტროს სურული მხარდაჭერა ექნება.